უმცროსი ბრენდ მენეჯერი
09-07-2026 - 10-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.

კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი 09:00სთ-14:00სთ

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • კვარტალში 1 დამატებითი Day off
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  Fitpass-ის შეთავაზებას

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები: ფასები, პირობები, აქციები
  • პროდუქციის ფასწარმოქმნა, მარჟების დაგეგმვა და კონტროლი
  • პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი
  • ბრენდების ვიზუალური იდენტობის უზრუნველყოფა მაღაზიებსა და ციფრულ არხებში
  • კონკურენტების მუდმივი ანალიზი
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI მაჩვენებლების შესრულებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება  სადისტრიბუციო კომპანიში
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!