გაყიდვების მენეჯერი ტრადიციული (TT) მაღაზიების მიმართულებით
19-08-2026 - 30-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია,ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
 

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ფუნქცია იქნება გაყიდვების მართვა ტრადიციული მაღაზიების (TT) მიმართულებით.


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ჭ. ამირეჯიბის გზატ.#2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ; პარასკევი - 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის და Fitpass-ის შეთავაზებას
  • შედეგზე ორიენტირებულ, კონკურენტულ საბონუსე სისტემას

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრადიციულ მაღაზიებთან ურთიერთობა და გაყიდვების პროცესის სრული მართვა
  • პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დამყარება
  • პარტნიორების მოთხოვნების დადგენა პროდუქტის ასორტიმენტის ფარგლებში
  • მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი ტიპის სახელშეკრულებო პირობების შეთანხმება
  • გაყიდვების მუდმივი ანალიზის საფუძველზე, ეფექტური გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ტრადიციული მაღაზიების მიმართულებით)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა  
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი მსუბუქი ავტომობილი) 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • გუნდის მართვის გამოცდილება 
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
 
გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!