ფუდსერვისი - ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის სპეციალისტი პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა მეორე შესახვევი #7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
-
ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი და უზრუნველყოფა
-
ავტომობილების რეცხვის, საბურავებისა და სათადარიგო ნაწილების კონტროლი
-
ავარიული შემთხვევებისა და დაზიანებების აღრიცხვა/რეაგირება
-
საწვავების კონტროლი - შესყიდვა/განაწილება
- მანქანის შეკეთების ხარჯების საბუთების მოძიება, შეგროვება და ექსელში აღრიცხვა
- ჯარიმების შემოწმება და ბუღალტერიისთვის მიწოდება
-
დაზღვევისა და ავტომობილის დოკუმენტაციის კონტროლი
-
GPS მონიტორინგი და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება
-
სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
-
Excel-ის სამუშაო დონეზე ფლობა
-
კომუნიკაციის და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-
გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!