სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებელთა წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს, SADIA-ს, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.№37
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ – 18:00 სთ, შაბათი: 10:00 სთ - 16:00 სთ.
- ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი)
ჩვენ გთავაზობთ:
- სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაზღვევის და Fitpass-ის შეთავაზებას
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება ( განახლება );
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- FIFO სტანდარტების დაცვა;
- ყოველდღიური ფოტორეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.