პრისეილერი - თბილისი
04-11-2026 - 31-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუდსერვისი - ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.

კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე, ქ. თბილისის არა ქსელურ მაღაზიებში. 

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ– 18:00სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება
  • მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა
  • მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება
  • განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სასურველია ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად  მუშაობის  უნარი

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 330 006 / +955 577 335 022 ან შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!