სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, პეტრე ქავთარაძის #1
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ – 18:00 სთ, შაბათი: 10:00 სთ - 16:00 სთ.
- ანაზღაურება: 1100-1200 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი)
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება ( განახლება );
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- FIFO -ს სტანდარტების დაცვა;
- ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით;
მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.