ფუდსერვისი ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს დისტრიბუტორს საქართველოში და უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ადგილობრივი ბრენდების პროდუქციის დისტრიბუციას ქვეყნის მასშტაბით.
ფუდსერვისის პორტფელში შედის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები, როგორებიცაა: DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე კომპანიის საკუთარი ბრენდი - SUPREMO
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00 -17:00, პარასკევი: 09:00 -14:00
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off)
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass-ის შეთავაზებას
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრის ოქმების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების/დავალებების დაფიქსირება;
- ოფისის საჭიროებების განსაზღვრა და საოფისე მარაგების დროული უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში ოფისის შესყიდვების ორგანიზება;
- ადმინისტრაციული ხარჯებისა და საჭიროებების აღრიცხვა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვა;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა;
- დოკუმენტების მომზადება, მოწესრიგება და დაარქივება;
- ოფისის ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი მონიტორინგი;
- ოფისის დიასახლისებისა და ოფისის კურიერების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
- კომპანიაში ჩამოსული სტუმრების მიღებისა და მათთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ტრანსპორტის, განთავსებისა და ვიზიტის განრიგის კოორდინაცია;
- თანამშრომლების მივლინებისთვის საჭირო სასტუმროს, ბილეთებისა და სხვა საჭირო ლოგისტიკური საკითხების კოორდინაცია;
- ხელმძღვანელისა და თანამშრომლების შესაბამისი ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!