ფუდსერვისი - ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე, ქ. თბილისის არა ქსელურ მაღაზიებში.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ– 18:00სთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება
- მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა
- მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება
- განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 330 006 / +955 577 335 022 ან შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!