კომერციული მენეჯერი
08-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუდსერვისი ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.

კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს დისტრიბუტორს საქართველოში და უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ადგილობრივი ბრენდების პროდუქციის დისტრიბუციას ქვეყნის მასშტაბით.

ფუდსერვისის პორტფელში შედის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები, როგორებიცაა: DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე კომპანიის საკუთარი ბრენდი - SUPREMO

ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ; პარასკევი: 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღეს (Day Off)
  • შედეგზე ორიენტირებულ და კონკურენტულ საბონუსე სისტემას

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბრენდების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება
  • პროდუქციის ფასების ფორმირება, მარჟების დაგეგმვა და კონტროლი
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი
  • ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება
  • განხორციელებული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და ანალიზი
  • საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესის კოორდინაცია
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • ბრენდის ეფექტურობის KPI-ების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება
  • გაყიდვების პროგნოზირება (Forecasting) და შესრულების მუდმივი მონიტორინგი
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება, შესრულების კონტროლი და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით
  • კომერციული მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი.
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!