ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია,ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ორხევი, ჩანტლაძის #40
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
სატრანსპორტო საშუალებების განრიგის დაგეგმვა, მიწოდების სუპერვაიზერებთან კოორდინაცია
მარშრუტების ოპტიმიზაცია, ეფექტურად დაგეგმვა
მძღოლებთან და მიწოდების სუპერვაიზერებთან მუდმივი კავშირი, სატრანსპორტო ოპერაციების კონტროლი
შეკვეთების მიღება და მათ შესაბამისი მარშრუტების დაგეგმარება
პროდუქციის მოცულობების აზომვა სატრანსპორტო საშუალების შესაბამისობაში
პროდუქციის გადაზიდვისა და მიწოდების პროცესების მონიტორინგი რეალურ დროში
საწყობთან კოორდინაცია პროდუქციის დროული ჩატვირთვისა და ჩამოტვირთვის უზრუნველსაყოფად
დაგეგმილი მარშრუტების ფაქტობრივი მოცულობის მიხედვით რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა
მიწოდების გუნდის ბონუსების დაანგარიშება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
სასურველია უმაღლესი განათლება
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გუნდის მართვის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!