ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანებების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი 09:00სთ-14:00სთ
ფუნქცია-მოვალეობები:
დებიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი
დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია და დავალიანების დაფარვის შეხსენება
ვადაგადაცილებული დავალიანებების იდენტიფიცირება და მათ ამოღებაზე მუშაობა
გადახდის ვადებისა და შეთანხმებული პირობების კონტროლი
დებიტორებისგან გადახდის თარიღების დაზუსტება და შესრულების მონიტორინგი
პრობლემური დავალიანებების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება
დებიტორული დავალიანებების სტატუსის პერიოდული რეპორტინგი
საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში
სასურველია სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო კომპანიში
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა
კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი
შედეგზე ორიენტირებულობა
ანალიტიკური აზროვნების უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!