მთავარი ბუღალტერი
18-05-2026 - 18-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.

კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია,ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ პარასკევი 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • კვარტალში 1 დამატებითი Day off
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  Fitpass-ის შეთავაზებას

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
  • თვის დახურვის პროცესის ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი
  • სესხებთან და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ოპერაციების დამუშავება და ბუღალტრულად ასახვა
  • საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ყოველდღიური კონტროლი
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი, კონტროლი და დროული მართვა
  • თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი გადასახადების გაანგარიშება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
  • პერიოდული რეპორტინგის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, აუცილებელია ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!