სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", 2006 წლიდან წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ს და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ფუნქცია იქნება გაყიდვების მართვა ტრადიციული მაღაზიების (TT) მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ჭ. ამირეჯიბის გზატ.#2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ; პარასკევი - 09:00სთ-14:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
- ჯანმრთელობის დაზღვევის და Fitpass-ის შეთავაზებას
- შედეგზე ორიენტირებულ, კონკურენტულ საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
- ტრადიციულ მაღაზიებთან ურთიერთობა და გაყიდვების პროცესის სრული მართვა
- პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დამყარება
- პარტნიორების მოთხოვნების დადგენა პროდუქტის ასორტიმენტის ფარგლებში
- მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი ტიპის სახელშეკრულებო პირობების შეთანხმება
- გაყიდვების მუდმივი ანალიზის საფუძველზე, ეფექტური გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი
- დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს სფეროში
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ტრადიციული მაღაზიების მიმართულებით)
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი მსუბუქი ავტომობილი)
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდის მართვის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!