ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (მოძრავი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00სთ-18:00სთ.
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება ( განახლება )
სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
FIFO -ს სტანდარტების დაცვა
ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!