ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი 09:00სთ-14:00სთ
ფუნქცია-მოვალეობები:
პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები: ფასები, პირობები, აქციები
პროდუქციის ფასწარმოქმნა, მარჟების დაგეგმვა და კონტროლი
პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი
ბრენდების ვიზუალური იდენტობის უზრუნველყოფა მაღაზიებსა და ციფრულ არხებში
კონკურენტების მუდმივი ანალიზი
კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI მაჩვენებლების შესრულებაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
სასურველია სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო კომპანიში
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა
კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
გუნდური მუშაობის უნარი
შედეგზე ორიენტირებულობა
ანალიტიკური აზროვნების უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!