ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია,ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა 2 შესახვევი, #7
სამუშაო გრაფიკი: 6-დღიანი სამუშაო გრაფიკი, სამუშაო განისაზღვრება ცვლებში (1 დღე დისტანციურად )
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება
შეკვეთებისა და დოკუმენტაციის სისტემური დამუშავება (რეალიზაცია, შესყიდვა, დაბრუნება, RS.GE)
პირველადი დოკუმენტაციის კორექტირება საწყობის მონაცემების საფუძველზე
დაბრუნებების დოკუმენტაციის შექმნა და დამუშავება
საქონლის კომპლექტაცის და დეკომპლექტაცის წარმოება
ჩამოწერის აქტების მომზადება და სისტემური ასახვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:
უმაღლესი განათლება (განიხილაბა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
სასურველია საბუღალტრო ან სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
Excel _ის მაღალ დონეზე ცოდნა
დროის მართვის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ორგანიზებულობა
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!