ბრენდ მენეჯერი
31-07-2026 - 31-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუდსერვისი ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2006 წლიდან.
კომპანია წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ ფართომასშტაბიან დისტრიბუტორს ქვეყანაში. ფუდერვისი უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი და ლოკალური ბრენდების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის:DANONE, ROSHEN, MILLA, SADIA, DANA, FRONERI, მინი კუბი, გლობინო, 3 ჟელანია, ასევე საკუთარი ბრენდის - SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
 
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეც ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი 09:00სთ-14:00სთ
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • კვარტალში 1 დამატებითი Day off
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  Fitpass-ის შეთავაზებას
ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ფასწარმოქმნა, მარჟების დაგეგმვა და კონტროლი;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;
  • ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და დანერგვა, შედეგების კონტროლი და შემდგომი ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • ბრენდის ეფექტურობის KPI-ების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვების პროგნოზირება (forecasting) და შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების მონიტორინგი;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
  • ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2–3 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!
 
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!